20 მაისი 2024,   00:19
ვრცლად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონფლიქტით და ხელოვნური ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ - ქეთევან ციხელაშვილი 

ბრძოლა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა - აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირებიდან 25 წელი შესრულდა.

დღეს ომში დაღუპულ გმირებს იხსენებენ. მათ პატივსაცემად და 1993 წლის მოვლენების გასახსენებლად თბილისში, გმირთა მემორიალთან დილიდან იკრიბებიან დაღუპულთა ახლობლები და პოლიტიკოსები. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებენ.

გმირთა მემორიალთან დილიდან იმყოფებოდნენ აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმაც.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის, განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა ოკუპირებული ტერიტორიების მვიდობით დეოკუპაცია და აფხაზებისა და ქართველების შერიგებაა.

„შვილმკვდარი დედების სიმტკიცე და სიბრძნე მაძლევს ძალას იმისას, რომ ჩვენ ვიმოძრაოთ მხოლოდ მშვიდობით ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანისკენ, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ. ეს ადამიანები არიან პირველები, ვინც ამბობენ, რომ აღარასდროს არც ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დღეს კონფლიქტით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ტრაგიკული მოვლენები გაიხსენა გმირთა მემორიალთან მყოფმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზებთან ურთიერთობის საფუძველზე ნდობის აღდგენა უნდა შეძლოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები