20 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, შევასრულოთ ის ოცნება, რისთვისაც ეს ბიჭები იბრძოდნენ - ნინო ბურჯანაძე

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, იმყოფებოდა. მან საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ბიჭების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„პირველ რიგში მინდა, ქედი მოვიხარო ყველა დაღუპულის და მათ ოჯახების წინაშე და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი შვილები აღზარდა ისე, რომ ისინი სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებად იქცნენ. ამავდროულად მინდა, ყველას მოვუწოდო, ყველაფერი უნდა გადაიდოს გვერდით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არასოდეს მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, შევასრულოთ ის ოცნება, რისთვისაც ეს ბიჭები იბრძოდნენ. გაერთიანდეს ეს ქვეყანა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები