02 მაისი 2024,   05:30
ვრცლად
ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ პარტიიდან თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი "პატრიოტთა ალიანსიდან" - არჩევნების თემაზე ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობენ. პოლიტსაბჭოს დაწყებამდე, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, მათი პარტიიდან, თავად იქნება.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ვინ არიან ისინი, წინასწარ არ კონკრეტდება, თუმცა ინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათ შორის ადა მარშანია არ არის.

ირმა ინაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ წაყენებული კანდიდატურებიდან ზოგი პარტიის ლიდერია, ზოგი კი საერთოდ არ არის პარტიის წევრი.

„შევარჩევთ თბილისის მერობის კანდიდატურას. 4 კანდიდატურაა წამოყენებული. ზოგი პარტიის ლიდერია, ზოგი არ არის პარტიის წევრი. ამ ოთხიდან შეირჩევა ერთი. ჩვენ არ ვმალავთ, მეც ვადასტურებ, რომ ამ 4-ს შორის ერთ-ერთი ჩემი კანდიდატურაც განიხილება. ჩვენ მართლა დემოკრატიული პარტია ვართ, მართლა პოლიტსაბჭო და თვითონ პარტია წყვეტს, ვის დაუჭიროს მხარი და ვის არა. შევარჩევთ კანდიდატურას, ვინ იქნება და ოთხშაბათს უკვე წარვადგენთ და მისი ვინაობა ცნობილი გახდება,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილი დანარჩენი სამი კანდიდატურის ვინაობას, რომლებიც მასთან ერთად, თბილისის მერობის კანდიდატურებად განიხილებიან, არ ასახელებს.

დღის ამბები