02 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული ამ წუთებში თბილისში. ქვემო ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველები ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულებს აკავებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკობრალდებულების დასაკავებლად მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, სახლში, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობს, მოხუცი ადამიანები ცხოვრობენ.

ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორე სპეცოპერაციაა ფონიჭალაში. პარასკევს, ამავე უბანაში ძმები ჯაფაროვები აიყვანეს, მაშინვე მათი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მათ დასახლებაში კილოობით ჰეროინი იყიდება.

 

დღის ამბები