02 მაისი 2024,   03:38
ვრცლად
საბაჟო-გამშვებ პუნქტთან "ყაზბეგი" ავტომობილების უზარმაზარი კოლონა საცობში დგას

საქართველო-რუსეთის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან „ყაზბეგი“ ამ დრომდე ავტომობილების უზარმაზარი კოლონა საცობში დგას. ამ დროისთვის მოძრაობა გზაზე აღდგა, თუმცა, მანქანების დიდი რაოდენობის გამო, გადაადგილება ფაქტობრივად, შეუძლებელია. გამშვები პუნქტი უკვე დაახლოებით, 3 საათია მუშაობს. მაგრამ, როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, საბაჟო კვლავ ჩაიკეტება.

გამშვებ პუნქტზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 22:00 საათიდან დილის 6 საათამდე მოძრაობა კვლავ აიკრძალება.

ყაზბეგის რაიონში დღეს განგაში დაახლოებით 17:00 საათზე გამოცხადდა, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო საქართველო-რუსეთის საზღვარზე გამშვები პუნქტი საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. განგაშის სიგნალი, დევდორაკის მყინვარზე ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას მოჰყვა.

განგაშმა პანიკა გამოიწვია, რადგან 2014 წელს სტიქიურ უბედურებას, ზუსტად ამ ადგილას, 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები