21 მაისი 2024,   18:01
ვრცლად
წინასაარჩევნოდ ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება - "ღია პლატფორმა" დაფუძნდა

წინასაარჩევნოდ, ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება - „ღია პლატფორმა“ დაფუძნდა. გაერთიანების ინიციატორი, "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძეა. ვაშაძე, ოპოზიციურ, პროდასავლურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და სთავაზობს, პრაიმერის გზით გამოავლინონ ოპოზიციური მერობის და საკრებულოს დეპუტატობის ერთიანი კანდიდატები.

გაერთიანების წევრების შეფასებით, ეს არის ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა. ერთობაში 15 სუბიექტია გაერთიანებული - როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ოპოზიციურ, პროდასავლურ პარტიებს ვეტყვი, რომ ნუ გეშინიათ პრაიმერის, დადექით პრაიმერზე, თუ გინდათ გამარჯვება ამ არჩევნებში და ნუ დაემალებით პროცესს. თქვენი საარჩევნო კამპანიები დღეს არის ძალიან სუსტი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები