18 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

ფონიჭალაში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირის დაკავების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ 1987 წელს დაბადებული მამაკაცი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა.

პოლიციამ ე.ჯ.-ს მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით),“ - ნათქვამია განცხადებაში. 

დაკავებულის ახლობლებს კამერებთან საუბარი არ სურთ. ერთ-ერთი მეზობელი კი აცხადებს, რომ ბრალდებული საკუთარ ბებიას და ბაბუას ფულს პარავდა და მას უარყოფითად ახასიათებს.

დღის ამბები