26 აპრილი 2024,   06:43
ვრცლად
ახალი მავთულხლართები ხურჩაში - საოკუპაციო ხაზში კიდევ 2 ჰექტარი მიწა მოექცა

ხურჩაში დღეს ახალი მავთულხლართები გამოჩნდა. ტერიტორიას, რომელიც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, გასულ კვირას მავთულხლართებით შემოღობეს, დღეს ახალი ხაზი მიემატა.

მცოცავი ოკუპაციის გამო, ბოლო დღეებში, საოკუპაციო ხაზში, კიდევ 2 ჰექტარი მიწა მოექცა, სადაც საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის ბაღები მდებარეობდა.

„ფაქტობრივად დასრულდა 2 ჰექტარის ბორდერიზაციის პროცესი. ბოძები იყო, ახლა უკვე ბოლომდე არის მავთულხლართები გავლებული. ფაქტობრივად ის ორი ჰექტარი მიწა ჩვენი მიუწვდომელია და ძველებურად ვერ დავამუშავებენ,“ - განაცხადა ბადრი ხუჭუამ.

დღის ამბები