26 აპრილი 2024,   06:37
ვრცლად
სტიქია ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე - გადაუღებელმა წვიმამ მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.

სტიქიამ ყველაზე მეტად 6 დასახლება დააზარალა, რომლებსაც ამ დრომდე არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ასობით საცხოვრებელი სახლი, სუდაკი-სიმფეროპოლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე კი მოვარდნილმა ნიაღვარმა მანქანები წაიღო.

ავტომობილებში მყოფი 80-მდე მგზავრის ევაკუაცია დროულად მოხერხდა, რის გამოც ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყირიმის ნახევარკუნძულზე უამინდობა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.

 

დღის ამბები