26 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
"არა, სიძულვილის ენას!" - "ახალი საქართველო" საინფორმაციო კამპანიას იწყებს

"არა, სიძულვილის ენას!" "ახალი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაცია, საინფორმაციო კამპანია იწყებს. კამპანიის ფარგლებში "ნარინჯისფერი ინოვატორების" წევრებმა კინო-ჩვენება მოაწყეს. ნაჩვენები იყო რობერტო ბენინის ფილმი "ცხოვრება მშვენიერია."

ფილმის დასასრულს გაიმართა დისკუსია. კამპანიის მიზანი ამ მიმართულებით მოსახლების ცნობიერების ამაღლებაა და სიძულვილის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ, საერთო ვნახოთ ერთმანეთში,  უარი ვთქვათ სიძულვილის ენაზე, ერთმანეთთან ნეგატიურ დამოკიდებულებაზე. ასეთ შემთხვევაში ქვეყანასაც ავაშენებთ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები