19 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
პრეზიდენტი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს დღეს დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი თვითმმართველობის არჩევნების ზუსტ თარიღს დღეს დაასახელებს.

არჩევნების თარიღის დადასტურებას პრემიერ-მინისტრის კონტრ-ასიგნაციაც სჭირდება. ოფიციალური აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს გამოიცემა, რის შემდეგაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.

პარალელურად, ცესკო ახსენებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს, რათა მათ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში - ანუ არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში შესაბამისი განაცხადით ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართონ.

დღის ამბები