19 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
"თუ სულისკვეთება იქნება, რომ ჩვენ გვაქვს პულტები და ყველაზე ჭკვიანები ვართ, ვერ მივიღებთ მოქმედ კონსტიტუციას"- პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე უპასუხა. პრეზიდენტის თქმით, ის კონსულტაციებს მიესალმება, თუმცა მიმდინარე პროცესს ყურადღებით აკვირდება. მისი თქმით, აუცილებელია კონსტიტუცია კონსესუსის საფუძველზე იქნას მიღებული. 

„პროექტის სახით მაგიდაზე ნულოვანი კონსესუსის დოკუმენტი გვედო, რომელსაც ერთი პარტია აწერდა ხელს, მიუხედავად ამისა, პარლამენტმა რეკორდული სისწრაფით მიიღო პროექტი, რითაც პოლიტიკური პროცესში ჩიხში შეიყვანა. დღეს, როცა გაჩნდა გააზრება, რომ კონსტიტუცია ხელის გადაგრეხვით და პულტების მეშვეობით მისაღები დოკუმენტი არაა და კონსესუსზე უნდა იყოს დამყარებული, მივესალმები ამ კონსულტაციებს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ არ შეიცვლება სულისკვეთება და თუ სულისკვეთება იქნება ასე, რომ ჩვენ გვაქვს პულტები და ყველაზე ჭკვიანები ვართ, ჩვენ ვერ მივიღებთ მოქმედ კონსტიტუციას,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები