26 აპრილი 2024,   04:49
ვრცლად
ამ წუთებში თიანეთში ხანძარია - თითქმის ერთი ჰექტარი ტყე იწვის

ხანძარია ამ წუთებში თიანეთში. ვიდეომასალა კურიერს რამდენიმე საათის წინ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ხანძარი 100 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული და ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს ეკიდა, თუმცა ამ დროისთვის ვითარება გართულდა და თითქმის ერთი ჰექტარი ტყე იწვის.

ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები, თუმცა ხანძრის ლიკვიდირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

დღის ამბები