26 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში ტყის მცველი დღევანდელ და 2008 წლის ხანძარს ერთმანეთს ადარებს

ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ახალი კერები დღის პირველ ნახევარში გაჩნდა. 15 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე გაჩენილ ცეცხლის კერებს ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრი აშორებს.

ტყის მცველი კურიერთან 2008 წელს რუსი ოკუპანტების მიერ გადამწვარ ბორჯომის ხეობასა და დღევანდელ მდგომარეობას ერთმანეთს ადარებს. ტყის მცველი ყვება, რომ ძლიერ კერებამდე მანქანით მისვლა შესაძლებელია. მისი თქმით, წყლის ავზიც არის კერასთან, რომლის დახმარებითაც 2008 წლის აგვისტოს ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს.

ბოლო არაოფიციალური მინაცემებით, ცეცხლმა ბორჯომში 20 ჰექტარამდე ტერიტორია გაანადგურა.

ხეობაში ქარი დღის მეორე ნახევარში გაძლიერდა, რამაც მცირე და ახალი კერები გააღვივა. 

დღის ამბები