18 მაისი 2024,   13:44
ვრცლად
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩავიდა

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით კიევში შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩავიდა. ჯეიმს მატისი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება, ასევე შეხვდება პრეზიდენტ პოროშენკოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს.

ეს უკრაინაში ბოლო 10 წლის განმავლობაში პენტაგონის ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია. პარალელურად, დონბასში ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტის მორიგი შეთანხმება უნდა ამოქმედდეს. ზავი სასწავლო პროცესის დაწყებას უკავშირდება.

დღის ამბები