19 მაისი 2024,   01:09
ვრცლად
რკინიგზის დეპარტამენტთან დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

რკინიგზის დეპარტამენტთან, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაპატიმრებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.

უფლებადამცველების თქმით, 10 ადამიანიდან ნაწილი ფიზიკური დაზიანებით გადაიყვანეს, ერთი, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრი კი შიმშილობას იზოლატორშიც აგრძელებს. მათ დაახლოებით 4 საათი კითხავდნენ. ადვოკატის თქმით არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულებს შორის არიან “აუდიტორია 115“-ის წევრებიც, რომელთა უფლებებსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია დაპატიმრებულთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაკავების დროს აქციის მონაწილეებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს.

მომხდარზე ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო გამოძიება. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

„ზოგიერთი მათგანი საუბრობს იმაზე, რომ ფიზიკური დაზიანებები აქვთ და მათ ეს ფიზიკური დაზიანებები მართლაც აღენიშნებათ სხეულზე. ამასთან დაკავშირებით დეტალურად აღუწერეს იზოლატორის თანამშრომლებს და ამაზე რეაგირება აუცილებლად უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება სამართალდარღვევის ფაქტებს, როგორც იცით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით არიან დაკავებულები. მნიშვნელოვანია ის, რომ არც ერთ მათგანს არ განუმარტეს უფლებები და ზოგადად საუბრობენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე,“-განაცხადა საია-ს წარმომადგენელმა ნინო ქურდოვანიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები