02 მაისი 2024,   20:58
ვრცლად
თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის საქმის განხილვა დღეს სასამართლომ გადადო

თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის საქმის განხილვა დღეს სასამართლომ გადადო. სამართალდამცველებმა ლევან ბერიანიძე და მოძრაობის კიდევ ერთი წევრი გუშინ დააკავეს.

საქმე ბათუმის ბულვარში გამთენიისას მომხდარ ჩხუბს ეხება, რომელშიც დაკავებული პირები მონაწილეობდნენ.

შსს-ს ცნობით, ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ, მოძრაობის წევრები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. უწყების განცხადებით, მოძრაობის წევრები პოლიციის მოთხოვნას წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით არ დაემორჩილნენ, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება.

ლევან ბერიანიძე აცხადებს, რომ პოლიციამ ის ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემა და დააკავა.

თანასწორობის მოძრაობის წევრი, თორნიკე კუსიანი, იხსენებს, რომ პოლიციელებმა მას მობილური ტელეფონი წაართვეს.

დღის ამბები