19 მაისი 2024,   16:38
ვრცლად
ოპოზიციისგან მივიღეთ წერილი, მაგრამ არა პასუხი - ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს

6 სექტემბერს, სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, სავარაუდოდ, აღარ გაიმართება. შეხვედრა, სადაც შუამავლის როლი ვენეციის კომისიას უნდა ეტვირთა, გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო საკონსტიტუციო კონსენსუსისკენ. მმართველი გუნდი ოპოზიციას არაკონსტრუქციულობაში ადანაშაულებს და პასუხს ელოდება.

“ჩვენ დღესაც მზად ვართ დიალოგისთვის და დისკუსიისთვის. ყველაფერი არის დამოკიდებული ოპოზიციაზე. თუ ისინი მოახერხებენ იმ საკითხების ჩამოწერას, რომელთა ასახვის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს. მივიღეთ წერილი, მაგრამ არა პასუხი,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, აცხადებს, რომ ოპოზიციისგან მმართველმა გუნდმა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო ვერც სიტყვიერად და ვერც წერილობით და შესაბამისად, დიალოგის გაგრძელება, ამ ეტაპზე, შეუძლებელი გახდა.

„დღესაც მზად ვართ დიალოგის წარმოებისათვის და კონსენსუსისათვის. გვაქვს კარგი კონსტიტუცია, კარგია ტექსტი და კარგი იქნებოდა კონსენსუსის გაფართოებაც,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები