17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს ქვეყნის პრეზიდენტსა და მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდება.
გაფორმდება რამდენიმე მემორანდუმი - მათ შორის არის შეთანხმება ტრანსპორტირების შესახებ.

დაგეგმილია მთავრობათაშორისი სხდომა, სადაც ყურადღება ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებზე გამახვილდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაათვალიერებს თურქმენეთის ოლიმპიურ სოფელს.

„ჩვენ რამდენიმე დოკუმენტს მოვაწერთ ხელს, ეს იქნება მათ შორის გადაზიდვებთან დაკავშირებით სატრანსპორტო ხელშეკრულება, ასევე ანაკლიის პორტსა და თურქმენეთის პორტს შორის ხელშეკრულება, რომელიც რა თქმა უნდა არის იმისათვის, რომ გაღრმავდეს და უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს სატრანსპორტო კორიდორების განვითარებაში,“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღის ამბები