02 მაისი 2024,   21:29
ვრცლად
მსოფლიოს უძველესი კინოფესტივალი კუნძლ ლიდოზე გაძლიერებული დაცვის ფონზე

გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე ვენეციის კუნძულ ლიდოზე მსოფლიოს უძველესი კინოფესტივალი იხსნება. რიგით 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე პირველს ამერიკელი რეჟისორის ალექსანდრ პეინის ფილმს აჩვენებენ.

სურათში სახელწოდებით "შემცირება" მთავარ როლს მეთ დეიმონი და კრისტოფ ვალცი ასრულებენ. ფილმი კინოფესტივალის საკონკურსო სიაშიცაა შესული.

მის გარდა, მთავარი ჯილდოს - ოქროს ლომის, ქანდაკების მოსაპოვებლად კიდევ 20 ნამუშევარი იბრძოლებს.

კინოფესტივალის ჟიურის წელს მსახიობი ანეტ ბენინგი ხელმძღვანელობს. რჩეულების ვინაობა 9 სექტემბერს გახდება ცნობილი.

დღის ამბები