10 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
"ევროპული საქართველო" შესაძლოა "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი გახდეს

"ევროპის სახალხო პარტიის" წევრი, შესაძლოა დღეს კიდევ ერთი ქართული პოლიტიკური გაერთანება გახდეს. "ევროპული საქართველოს" გაწევრიანების შესახებ დანიაში დღეს იმსჯელებენ.

პარტიის ლიდერები კოპენჰაგენში იმყოფებიან და "ევროპის სახალხო პარტიის" ლიდერებს ხვდებიან. საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები და საარჩევნო გარემოა. 

„ეს მოვლენა ასევე მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ „ევროპული საქართველო“ განიხილება მნიშვნელოვან პროევროპულ მოთამაშედ, რომლის მისია არის საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები