13 მაისი 2024,   22:21
ვრცლად
პროკურატურას შეეკითხეთ - გიორგი მღებრიშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე

„პროკურატურას შეეკითხეთ, ვის რა მიმართა და როგორ მიმართა,“ - ასე აფასებს შს მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის მიმართვას.

გიორგი მღებრიშვილმა პრანკერების მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე კომენტარი აღარ გააკეთა, სადაც, სავარაუდოდ, მღებრიშვილი, აცხადებდა, რომ ქართულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადირება არ აწყობს. თუმცა, დღეს ამ საკითხზე მან კურიერის კითხვაზე არ უპასუხა.

საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს უკვე მესამედ მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, კონკრეტული პირის ექსტრადირების მესამედ მოთხოვნა ქვეყანას იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმეში იქნება რაიმე არსებითად ახალი გარემოება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ექსტრადირების კიდევ ერთხელ მოთხოვნას 10 სექტემბერს უკავშირებენ, როდესაც სააკაშვილი უკრაინაში უნდა ჩავიდეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კი პოლიტიკურ დევნაზე ამახვილებენ ყურადღებას.

დღის ამბები