26 აპრილი 2024,   07:07
ვრცლად
კოხტას მთაზე ცეცხლის კერებს მეხანძრეები უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან

კოხტას მთაზე ცეცხლის კერებს მეხანძრეები უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან. რთული რელიეფის ტყის მასივში, მეხანძრე-მაშველებს გადაადგილება ფეხით კილომეტრობით უწევთ.

ცეცხლის ჩაქრობას სოფელ ართანას ტყეში 30 მეხანძრე-მაშველი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი და ადგილობრივები ცდილობენ.

ძლიერი დაკვამლიანების გამო, ავიაციას ხანძრის კერებთან მიახლოვება ისევ უჭირთ. მაშველებს და მოხალისეებს ხანძრის ზონაში 5-ლიტრიანი წყლის ავზების ატანა, ფეხით უხდებათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ვერტმფრენების დროულად ჩართვით და გზის გაყვანით ხანძრის ლოკალიზებას ბევრად მარტივად შეძლებდნენ.

დღის განმავლობაში მეხანძრეებმა კოხტას მთაზე რამდენიმე მოქმედი კერა ნახეს და ამ დრომდე ფერდობზე ცეცხლი ჯერ არ ჩამქრალა.

დღის ამბები