26 აპრილი 2024,   16:17
ვრცლად
ევროსასამართლომ მოსამართლეობის კანდიდატთა სია საქართველოს აღარ დაუბრუნა

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა გააგრძელებენ კონკურსს. სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატები მესამედ გადაგზავნილი სია ევროსასამართლომ საქართველოს აღარ დაუბრუნა.

საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს მრჩეველთა კოლეგიის წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ კანდიდატები აკმაყოფილებენ ევროპის კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს.

შემდეგ ეტაპზე, ისინი გასაუბრებას გაივლიან საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კომიტეტზე, რის შემდეგაც ევროპარლამენტში კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის კენჭისყრა გაიმართება.

მრჩეველ-ექსპერტთა პანელი გვატყობინებს, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი 2 კანდიდატურა სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე ქალბატონი ლალი ფაფიაშვილი და ბატონი ოთარ სიჭინავა ცნობილ იქნენ, ისევე, როგორც რამდენიმე კვირის წინ, ბატონი ლადო ჭანტურია, მისაღებ, კვალიფიციურ კანდიდატებად და რომ ამით შესარჩევი პროცედურის პირველი ეტაპი ჩვენ წარმატებით დავასრულეთ,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეაწულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა კომისიამ საქართველოდან ევროსასამართლოში წარსადგენი სია კიდევ ერთხელ, 1 კვირის წინ წარადგინა

დღის ამბები