26 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
პეტიციას ირაკლი ჩხვიკიას გათავისუფლების შესახებ ხელს 20-მდე ორგანიზაცია აწერს

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა და სამოქალაქო სექტორმა პროკურატურას ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. პეტიციის ავტორები ხელისუფლებისგან 5 თვის წინ, ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვენ.

ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნას ხელს 20-მდე საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაცია აწერს. ხელმომწერების აზრით, ირაკლი ჩხვირკიას ბრალი პოლიტიკური ნიშნით აქვს წაყენებული. მათი თქმით, მთავრობა ირაკლი ჩხვირკიას მისი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობისთვის სჯის.

ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ბათუმში მომხდარი არეულობის რეალური ორგანიზატორების და ხელმძღვანელების დასჯას არ გეგმავს.

ირაკლი ჩხვირკიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის უდანაშაულოა და უნდა გათავისუფლდეს.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი, პოლიტიკურ ბრალდებებს არ იზიარებენ და ოპონენტებს და ოჯახის წევრებს წინასწარი დასკვნებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები