26 აპრილი 2024,   04:43
ვრცლად
"ქარიშხალი ირმა" ძალას კარგავს

"ქარიშხალი ირმა" ძალას კარგავს. მეხუთე კატეგორიიდან ის მეოთხემდე შესუსტდა. ბოლო მონაცემით, კარიბის ზღვის კუნძულებზე სტიქიას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

შტორმმა დამანგრეველი ძალით ამჯერად ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებს გადაუარა. ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა, წაქცეულია ხეები, ტალღების სიმაღლე კი 6 მეტრს აღწევდა.

წყალდიდობა გამოიწვია ქარიშხალმა ჰაიტიზე და დომინიკელთა რესპუბლიკაში. კუბაში მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს.

"ირმას" დასახვედრად ფლორიდაშიც ემზადებიან. ქარიშხალი სავარაუდოს შტატს ხვალ მიაღწევს.

დღის ამბები