19 მაისი 2024,   09:05
ვრცლად
ართანას მთაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია უკვე მეორე დღეა, არ მონაწილეობს

კახეთში, ართანას მთაზე, უკვე მეორე დღეა, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია არ მონაწილეობს. მიზეზი საჰაერო აპარატების ტექნიკური შემოწმებაა.

საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ ვერტმფრენები ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერთვებიან. ამ დრომდე სტიქიის ზონაში ადგილზე რჩება 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.

კოხტას მთის ფერდობზე ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა რთული რელიეფი და ქარი სამუშაოებს აფერხებს.

თუშეთში კი სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

 

დღის ამბები