26 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
მთავარი კონკურენტი არის კახა კალაძე - გიორგი ვაშაძე

„მთავარი კონკურენტი არის კახი კალაძე,“ - ეს განცხადება ახალდაფუძნებული კოალიცია ერთობა - ახალი საქართველოს კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა.

„ოპოზიციურ კანდიდატებს შორის მთავარი გამოწვევა ჩემთვის არის იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მომხრობა, რომელიც დღესაც არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და ამბობს, რომ ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ქალაქს კარგი მენეჯერი და მერობის არც ერთ კანდიდატს კარგი მენეჯმენტის კარგი ცოდნა და გამოცდილება არ აქვს.

„მჯერა, რომ თბილისში შეიძლება, იყოს ლიდერ ქალაქთა შორის და ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. გავერთიანდეთ ამის გარშემო,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, "ის კანდიდატი, ვინც არჩევნების მეორე ტურში გავა, მის მიერ გაწერილ პროგრამას გაიზიარებს და ამაზე შეთანხმება მოხდება, ის მზად იქნება, რომ მას მხარი დაუჭიროს. თუკი, რა თქმა უნდა, ის იქნება პროდასავლური კანდიდატი".

დღის ამბები