18 აპრილი 2024,   04:01
ვრცლად
კალაძის მხარდაჭერას არ ვაპირებ - გიორგი ვაშაძე მეორე ტურის გამართვაზე

„პირველი, კალაძე ამას არ იტყვის და მეორე, კალაძის მხარდაჭერას არ ვაპირებ,“ - ასე აფასებს პოლიტიკური ერთობა ახალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე, თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტურის გამართვას.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერობის მეორე ტურში თუ კალაძე და ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გადავა, ის კალაძეს მხარს არ დაუჭერს, თუნდაც მან მისი საარჩევნო პროგრამა მოიწონოს.

მან ასევე განმარტა, რომ, თუ მეორე ტურში ალეკო ელისაშვილიც გადავა, პროგრამის გაცნობის შემდეგ თუ ის მოლაპარაკებებზე წამოვა, მაშინ მხარდაჭერაზე დაფიქრდებიან. მისი თქმით, ელისაშვილს ბევრ საკითხში არ ეთანხმება.

„ხელისუფლების დამარცხება ეს არის ცალსახა ამოცანა, მაგრამ კანდიდატი, რომელიც ამბობს, რომ ის, რაც შენ შენს ამომრჩეველს ელაპარაკე, ვინც შენ მხარი დაგიჭირა, მე ეს არცერთი საკითხი არ მაინტერესებს, მე მხარი როგორ დავუჭირო,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები