17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
საზღვარზე პირების უკანონო გადაყვანა - ლვოვის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო

ლვოვის პოლიციამ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო. განცხადება ამის შესახებ ეროვნული პოლიციის ოფიციალურ ვებ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

გამოძიება საზღვარზე პირების უკანონო გადაყვანას სწავლობს.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, “შეგინის” საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განვითარებული მოვლენები სახელმწიფო საზღვრის მასიური უკანონო დარღვევა იყო.

უწყება ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ირწმუნება, რომ ინციდენტის შედეგად დაშავდა 11 სამართალდამცველი.

უკრაინის გენერალური პროკურორი კი, გუშინდელი მოვლენების ყველა ორგანიზატორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

საკუთარი facebook-ის გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში იური ლუცენკო წერს, რომ კანონის თანახმად ყველა, ვინც გუშინ უკრაინა-პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა, პასუხისგებაში უნდა მიეცეს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

ქალაქ ლვოვის მერის განცხადებით, მიხელ სააკაშვილი კიევში დღეს გაემგზავრება.

დღის ამბები