16 მაისი 2024,   11:07
ვრცლად
თუ ხალხს ენდომება, საპროტესტო აქციები გაიმართება - იულია ტიმოშენკო

„პრო ევროპულმა დემოკრატიულმა ოპოზიციურმა ძალებმა დაიწყეს კონსულტაციები ერთობლივი მოქმედების გეგმასთან დაკავშირებით,“ - ასე აფასებს პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო ამ ეტაპზე უკრაინაში შექმნილ ვითარებას. ტიმოშენკოს შეფასებით, პეტრო პოროშენკოს მთავრობა არის კრიმინალური, რის წინააღმდეგაც ოპოზიციური ძალები შესაძლოა, გაერთიანდნენ.

„პრო ევროპულმა დემოკრატიულმა ოპოზიციურმა ძალებმა დაიწყეს კონსულტაციები ერთობლივი მოქმედების გეგმასთან დაკავშირებით. როდესაც მზად იქნებიან ამ გეგმის წარსადგენად, ვფიქრობ, ყველა პოლიტიკური პარტია ამას ერთად გააკეთებს,“ - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

იულია ტიმოშენკო არ გამორიცხავს, რომ მასშტაბური აქციები დაიწყოს უკრაინაში.

„თუ ხალხს ენდომება, საპროტესტო აქციები გაიმართება. დღევანდელი ხელისუფლება ყოველგვარ პრინციპს არღვევს. ჩვენ მას შევცვლით,“ - აცხადებს იულია ტიმოშენკო.

დღის ამბები