26 აპრილი 2024,   16:02
ვრცლად
რუსთავში სამუშაოზე მოწყობის ერთადერთი კრიტერიუმი არის ნათესაობა და ახლობლობა - ენმ-ის მერობის კანდიდატი რუსთავში

„რუსთავში სამუშაოზე მოწყობის ერთადერთი კრიტერიუმი არის ნათესაობა და ახლობლობა,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა რუსთავში, ზურაბ მაისურაძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ნეპოტიზმის გარდა, ქალაქში, 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა მრავალმხრივ გაუარესდა.

„დღეს ქარხანა-საწარმოები, რომლებიც ჩვენი მმართველობის პერიოდში ძალას იკრებდნენ და დასაქმებული იყო იქ ბევრი რუსთაველი, დღეს, 2012 წლის მერე, ათასობით რუსთაველმა დაკარგა იქ სამუშაო და უამრავი რუსთაველი იძულებული გახდა, ქალაქიდან წასულიყო. ამ ფონზე რუსთავის დღევანდელი ხელმძღვანელობა დაკავებული მხოლოდ პრემია-დანამატების გამოწერით,“ – განაცხადა ზურაბ მაისურაძემ.

დღის ამბები