26 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
ლადო სადღობელაშვილის პროცესი 15 სექტემბრამდე გადაიდო

ე.წ. "ქართული მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორისა და მონაწილის პროცესი 15 სექტემბრამდე გადაიდო. ლადო სადღოებალაშვილს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

ინციდენტი კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან გუშინ მოხდა, რა დროსაც სადღობელაშვილი დააკავეს და ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

სადღობელაშვილი აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტს უარყოფს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ითხოვს ჩემი 10 დღით დაკავებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულია ხელოვნურად ნეიტრალიზირება გაუკეთოს ქართველთა მარშს. ეს არის ანტი კონსტიტუციური ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან,“ - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

დღის ამბები