17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
"პროკურატურისგან ყველა ღებულობს იმ ინფორმაციას, რაც გამოძიების ინტერესს არ ვნებს"- თეა წულუკიანი

„საქართველოს მთავარი პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები ახლა არიან უპრეცენდენტოდ ღია, ვიდრე ყოფილან როდისმე,"- ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გახმაურებულ საქმეებზე გაკეთებულ განცხადებას.

არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნაზე, პროკურატურისგან ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მთავარი საგამოძიებო ორგანოსგან ყველა იღებს იმ ინფორმაციას, რაც გამოძიების ინტერესს არ აზარალებს.

„თუკი რაიმე ინფორმაცია ვერ გაიცემა, ვერ გაიცემა იმიტომ, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გამოძიების პროცესის ზოგიერთი ნაწილი არის საგამოძიებო საიდუმლოებით დაცული, მანამ სანამ საქმე არ წარიმართება სასამართლოში. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, პროკურატურისგან ყველა ღებულობს იმ ინფორმაციას, რაც გამოძიების ინტერესს არ ვნებს და რაც დაშვებულია კანონით. თუკი ამის მიუხედავად, არსებობს პრეტენზიები, შეიძლება მხარეებმა ერთმანეთს არგუმენტები უკვე სასამართლო დარბაზში წარუდგინონ," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები