27 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
გახმაურებულ საქმეებზე დახურული ინფორმაცია - "გამჭვირვალობა" პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გახმაურებულ საქმეებზე უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვებთან დაკავშირებით პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. მიზეზი გახმაურებულ საქმეებზე დახურული ინფორმაციაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, პროკურატურამ საზოგადოებას გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს და ასევე, პარლამენტმა მოიწვიოს მთავარი პროკურორი და კითხვები დასვას.

არასამთავრობო ორგანიზაციამ 34 საქმე 4 კატეგორიად დაყო: ფარული ჩანაწერებისა და თვალთვალის მიმართულება, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი დაპირისპირებები და სხვა საქმეები, მაგალითად, ბარბარე რაფალიანცისა და მთავარ აუდიტორზე განხორციელებული თავდასხმა. 

„ძირითადად ეს საქმეები ეხება ფარული და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას, ეხება წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებს, აქ არის, დაახლეობით, 10 შემთხვევა რეგიონულ მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, არის ბევრი ფაქტი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით. ეს მიუთითებს, რომ პოლიტიზირებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები