17 მაისი 2024,   11:38
ვრცლად
"პარლამენტში მთავარი პროკურორის დაბარება შემდგომ კონსულტაციებზე იქნება დამოკიდებული" - ირაკლი კობახიძე

„ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება შემდგომ კონსულტაციებსა და საქმის მიმდინარეობაზე,"- ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მთავარი პროკურორის დაბარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას.

პარლამენტის თავმჯდომარემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოუძიებელ საქმეებზე გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქმეების გამოძიებაზე ზედამხედველობას საკანონმდებლო ორგანო თავისი ინსტრუმენტების ფარგლებში ახორციელებს.

„რაც შეეხება საქმეების გამოძიებას, ეს არის საგამოძიებო უწყების საქმე, პარლამენტს აქვს თავისი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ზედამხედველობა განახორციელოს და ზედამხედველობას ჩვენი ინსტრუმენტების ფარგლებში ვახორციელებთ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.  

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ითხოვს, პროკურატურამ საზოგადოებას გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს და ასევე, პარლამენტმა მოიწვიოს მთავარი პროკურორი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები