13 მაისი 2024,   15:41
ვრცლად
მერობის შეცვლილი კანდიდატი და მხარდამჭერების პროტესტი - "ქართული ოცნების" ოფისთან პოლიცია იყო მობილიზებული

„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულში მერობის კანდიდატი შეცვალა. ამირან გიორგაძის ნაცვლად, მმართველი გუნდიდან კენჭს თეიმურაზ აბაზოვი იყრის. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გვიან ღამით გიორგაძის მხარდამჭერებმა პარტიის ოფისთან გააპროტესტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

პარტიის მთავარ ოფისში მოგვიანებით კონსულტაციები გაიმართა, თუმცა სამ საათიანი მსჯელობის შემდეგ, აქციის მონაწილეების უმრავლესობამ კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა.

დახურული შეხვედრის შემდეგ განმარტება გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მერობისთვის თეიმურაზ აბაზოვი იბრძოლებს, რაც შეეხება უკვე ყოფილ კანდიდატს ამირან გიორგაძეს, ის საკრებულოს სიის პირველი ნომერი იქნება.

„პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი და დემოკრატია არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ პარტიაშიც დასაშვებია, გარკვეულ გადანაცვლებაზეც არის საუბარი აქ. მარნეულში გვყავს ორი ძალიან ძლიერი კანდიდატი ჩვენ. გადაწყვეტილება არის ასეთი, რომ აბაზოვი იქნება მერობის კანდიდატი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, შესაბამისად, სიის პირველი ნომერი იქნება გიორგაძე,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები