14 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
ოთარ აბესაძის საქმე - დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმის არსებით განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იწყებს. ადვოკატის განმარტებით, სხდომაზე დაცვის მხარე სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.

ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ექსპერტიზა უკვე დანიშნულია. დასკვნის მიღების შემდეგ კი, დაცვის მხარე სავარაუდოდ, წინასწარი პატიმრობის უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

თბილისის მერიის მაღალჩინოსანი ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი თვის წინ დააკავა.

დღის ამბები