02 მაისი 2024,   02:01
ვრცლად
ქვეყნის უმაღლესი კანონის დამრღვევი კანონმდებლები - კავშირები ბიზნესთან და არასრულად შევსებული დეკლარაციები

საქართველოს პარლამენტის 9 წევრი, დეპუტატის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" 7, "ევროპული საქართველოს" 1 და "პატრიოტთა ალიანსის" 1 წევრი, დეპუტატის უფლებამოსილებასთან ერთად, სხვადსხვა კომპანიების დირექტორებისა და ხელმძღვანელების პოსტებსაც იკავებენ.

თუ მოკვლევის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოთქმული ვარაუდი დადასტურდება, მაშინ დეპუტატებს დეპუტატის მანდატის დათმობა მოუწევთ. პარლამენტთან დამშვიდობება მოუწევთ. ერთ-ერთი ასეთი პარლამენტარია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე. ის აცხადებს, რომ კვლევაში ნახსენებ კომპანიას არ ხელმძღვანელობს და აღნიშნავს, რომ ისინი წლებია დახურულია. მმართველი გუნდის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციას პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებენ.

კვლევაში მოხვდა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი მამუკა ჩიქოვანი, ასევე ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე, გიორგი ლომია, რომელიც "ქლაბ ნიუ-იორქის" დირექტორის სტატუსს ამ დრომდე ინარჩუნებს.

არასამთავრობოში ასევე აცხადებენ, რომ პარლამენტის წევრები ქონებრივ დეკლარაციებს არასრულად ავსებენ. არის შემთხვევები როდესაც დეკლარაციაში არ ხვდება დეპუტატების ან მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ბიზნეს წილები.

კანონის მიხედვით, თუ თანამდებობის პირი დეკლარაციას არასწორად შეავსებს, დამრღვევი პირი 1000 ლარით ჯარიმდება. გამჭირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან ქართული ოცნების სამ დეპუტატს კახა ოქრიაშვილს - 17 429 052.00 ლარი, გია მიქელაძეს 1 185 000.00 და ელგუჯა გოცირიძეს 1 011 839.00 აქვთ მიღებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები