06 მაისი 2024,   12:51
ვრცლად
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მოსახლეობის ნაწილი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

გარე სამყაროს მოწყვეტილია მოსახლეობის ნაწილი, 600 ოჯახი კი, ამ დრომდე სასმელი წყლის გარეშე რჩება ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მოხერხდა გზების ნაწილის გაწმენდა, თუმცა 9 უბანი კვლავ დამეწყრილია.

მძიმე ტექნიკამ მუშობა დაღამებისას შეწყვიტა და დღეს განაახლებს. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია გათიშული აბონენტების ელექტრომომარაგტება.

სოფელ ქობულეთიდან ევაკუირებულ ერთ ოჯახს ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავშესაფარი გამოუყო. 5 ოჯახი კი ღამეებს ახლობლებთან ათევს.

ჯერჯერობით უცნობია, მოუწევთ თუ არა მათ საბოლოოდ საცხოვრებლის შეცვლა. შემთხვევებს გეოლოგები სწავლობენ.

დღის ამბები