02 მაისი 2024,   03:25
ვრცლად
რუსეთისთვის გაგზავნილი დახმარების თხოვნა - საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან 

მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ მთავრობის რეაგირება და ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს რუსეთისთვის დახმარების თხოვნა - ეს ის საკითხებია, რომელზე საუბარსაც ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრთან გეგმავს. მიხეილ ჯანელიძეს დღეს პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში ელოდებიან.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა მინისტრს იმ დოკუმენტაციის გასაჯაროებას მოსთხოვენ, რომლის მეშვეობითაც რუსეთს დახმარების ნოტა გაეგზავნა.

„ხანძრების დროს იყო რუსეთის მიმართ გაგზავნილი ნოტა და იყო მოთხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით, რასაც მალავდნენ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს არის სიმართლე და დახმარებისთვის ურეკავდნენ რუსებს. ეს საკითხი არ უნდა დარჩეს ინტერესს მიღმა,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.

დღესვე, საგარეო საქმეთა მინისტრი დეპუტატებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან და დიასპორის ორგანიზაციებთან ურთიერთობის კუთხით, უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

დღის ამბები