02 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
უმრავლესობა რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციის მესამე მოსმენით დამტკიცებას გეგმავს

პარლამენტარები პრეზიდენტის მხრიდან რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ელოდებიან. პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით უმრავლესობამ პრეზიდენტს გუშინ მიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს არ აქვთ მოლოდინი, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას და რიგგარეშე სხდომას დანიშნავს.

თუმცა, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, ისინი ხვალ ქუთაისში რიგგარეშე სხდომაზე მაინც შეიკრიბებიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, მესამე მოსმენით კონსტიტუციის ახალი პროექტის დამტკიცებით, პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდება.

„პრეზიდენტი, ამ დასკვნით გამოჩნდა და დამტკიცდა კიდევ ერთხელ, რომ დესტრუქციულობის მეტი არანაირ როლს არ თამაშობდა მთელ ამ პროცესში... ძალიან ეცადა, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან გაზიარებული ყოფილიყო მისი მოსაზრებები, მაგრამ ვენეციის კომისიამ არცერთი მისი მოსაზრება არ გაითვალისწინა. არც მისი არჩევის წესთან, არც უფლებამოსილებებთან და არც უშიშროების საბჭოსთან დაკავშრებით,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

 

დღის ამბები