26 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
„დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალი პარტიები კონსტიტუციის დამტკიცების შემთხვევაში აქციების ჩატარებას არ გამორიცხავენ

„დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელები საკონსტიტუციო ცვლილებების დასაცავად საპროტესტო აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა კონსტიტუციის ახალი პროექტის დამტკიცების წინააღმდეგია.

„ეს არის უვარგისი კონსტიტუცია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ყველა ჩვენგანის ვალია... უნდა ვაწარმოოთ დიალოგი საზოგადოებასთან, პირველ რიგში, რომ ამ უვარგის, არალეგიტიმურ დოკუმენტს არ ჰქონდეს დღეგრძელობა,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, „დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალი პარტიები ყველა შესაძლებლობას მიმართავენ, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავიანთი აზრი დააფიქსირონ.

საქართველოს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა კონსტიტუციის „მიღების დაბლოკვა“.

„ჩვენი ამოცანაა, დავრაზმოთ ქართული საზოგადოება იმისთვის, რომ არალეგიტიმურმა კონსტიტუციამ საქართველოში დიდხანს ვერ გაძლოს,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.  

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხვალ რიგგარეშე სხდომა ჩატარდება და ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებებს დაამტკიცებენ.

დღის ამბები