26 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
ბათუმში, მარტში მომხდარი არეულობის ოგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

ბათუმში, 11-12 მარტის არეულობის ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. მოსამართლის განმარტებით, მიზეზი მოწმისთვის შეურაცხყოფის მიყენება გახდა.

მერაბ ღოღობერიძემ ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პროცესზე მატყუარა უწოდა. სხდომაზე ღოღობერიძეს ჯერ გაფრთხილება მისცეს, მოგვიანებით კი დარბაზი დაატოვებინეს.

ლაშა გოგნიაშვილი პროცესზე პირველად იკითხება. სასამართლომ დღესვე კიდევ რამდენიმე გამომძიებელს მოუსმინა. არეულობის ორგანიზებას გამოძიება კიდევ ერთ ბრალდებულს, ირაკლი ჩხვირკიას ედავება.

დღის ამბები