18 მაისი 2024,   15:16
ვრცლად
საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მესაზღვრეების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ორი მათგანი თბილისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

საზღვარზე მომხდარი აფეთქების დროს ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, ოთხი კი - დაშავდა. ორი მათგანი ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთს სხეულის 27%, მეორეს კი - 50% დამწვარი აქვს. მათ ასევე აღენიშნებათ სასუნთქი გზების დაზიანება და დამწვრობითი შოკი. ორივე პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები