02 მაისი 2024,   02:09
ვრცლად
ლეგენდარული ჩაკრულოს კოსმოსში გაშვებიდან 40 წელი გავიდა

ნასას მიერ კოსმოსში, ტყუპი ხომალდის „ვოიაჟერ 1“-სა და „ვოიაჟერ 2“-ის გაშვების შემდეგ 40 წელი გავიდა. ის 48 ათასი კილომეტრის სისწრაფით ამ დრომდე მიქრის მომავლისკენ, რომელსაც თან ოქროს გზავნილი მიაქვს. უნიკალურ დისკზე ჩაწერილია ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოები, მისალმება 55 ენაზე, ასევე ცხოველთა ხმები, ბეთჰოვენი, ბახის, მოცარტის მუსიკა, ბავშვის ტირილი, სიცილი, წვიმის შხაპუნი, ადამიანის გულისცემა და 27 მუსიკალურ ნაწარმოები მთელი მსოფლიოდან, რომლიდანაც ერთ-ერთი "ჩაკრულოა."

შეერთებული შტატების კოსმოსური პროგრამის დაწყების იუბილე თბილისში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება.

ხომალდისა და კვლევის სფეროში კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევის მომაჯადოებელ ისტორიას დოკუმენტურ ფილმში ემის ნომინანტმა ირლანდიელმა რეჟისორმა აღწერა. „უშორესი“ - ამ სახელწოდების სურათის პრემიერა თბილისში დღეს გაიმართა.

დღის ამბები