26 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
გილოცავთ კონსტიტუციის მიღებას, რომელშიც ქუთაისი აღარ არის საპარლამენტო ქალაქი - გრიგოლ ვაშაძე

„გილოცავთ კონსტიტუციის მიღებას, რომელშიც ქუთაისის აღარ არის საპარლამენტო ქალაქი,“ - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე კონსტიტუციის დამტკიცებას.

გრიგოლ ვაშაძემ „არჩევანის“ ეთერში ქუთაისში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„ქუთაისს აქვს სისტემური პრობლემები. ბევრი ეს სისტემური პრობლემა მოდის ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის წინა პერიოდიდან,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ქუთაისის უნდა გადაიქცეს ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქალაქად.

„ყველა განვითარებული ქვეყნის მთავრობას რეგიონალური განვითარებისთვის აქვს გამოყოფილი სპეციალური თანხები. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ამ თანხების მოძიება, ქუთაისში ჩამოტანა, პრობლემების გადაწყვეტა არ შეუძლია არავის,“ - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. 

დღის ამბები