10 მაისი 2024,   07:58
ვრცლად
"ერთობა- ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატი გრიშაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს შეხვდა

"ერთობა- ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატი გრიშაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

64 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონი, სახლის რეაბილიტაციას რამდენიმე წელია მას შემდეგ ითხოვს, რაც შენობის კედელი, ჩამოინგრა. ოჯახმა ნათესავს შეაფარა თავი.

საცხოვრებელი მისამართის შეცვლის შემდეგ კი მათ სოციალური დახმარებაც შეუწყდათ.

„ეს ყველა პრობლემა უნდა იყოს აღრიცხული და თითოეულმა ოჯახმა უნდა იცოდეს, რომ დაეხმარება მას ქალაქი. როდის დადგება ის მომენტი, როდესაც ეზოში არსებულ წყალთან თუ ავარიულობასთან დაკავშირებული პრობლემები მათ მოუგვარდებათ. დღეს არის აბსოლუტურად ქაოტური სიტუაცია და ერთადერთი გამოსავალია, თუ ჩააწყვე გამგეობაში, თუ გყავს ახლობელი, პარტიული აქტივი თუ ხარ, მარტო ამ შემთხვევაში შეიძლება დაგეხმარონ,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები