19 მაისი 2024,   21:03
ვრცლად
„ეს არის ღირსებადაკარგული ხელისუფლების უღირსი ქმედებები,“-სერგო რატიანი კონსერვატორიაზე რუსეთის დროშის აღმართვას ეხმაურება

„ეს არის ღირსებადაკარგული ხელისუფლების უღირსი ქმედებები,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა კონსერვატორიის შენობაზე რუსეთის დროში აღმართვასთან დაკავშირებით გააკეთა.

რატიანის თქმით, რუსეთის დროშა საქართველოს ოკუპაციის სიმბოლოა.

„ეს არის ღირსებადაკარგული ხელისუფლების უღირსი ქმედებები, რომელებსაც ბუნებრივია, რომ ადამიანები გააპროტესდებდნენ, რადგან რუსეთის დროშა არის სიმბოლო საქართველოს ოკუპაციისა და ის, რომ ის შეიძლება ფრიალებდეს და იყოს აღმართული თბილისში, ნებისმიერი შენობის თავზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ ვივიწყებთ ოკუპაციას და ვივიწყებთ, ვინ არის ოკუპანტი. როდესაც კულტურულ ქმედებაში შენ, რაღაცნაირად ცდილობ, ვითომ კულტურულად მოიქცე, ეს არის დიდი არაცივილიზებული უკულტურო ნაბიჯი,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ამ თემაზე განმარტება გააკეთა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

„ის რეზოლუციები, რომელიც მიღებულია და რომელშიც ძალიან მხარს გვიჭერს განსაკუთრებით ბალტიის ასამბლეა, ყოველთვის ფიქსირდება ჩვენი პოზიცია  და ეს ყოველთვის გამყარებული და მხარდაჭერილია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ის პოზიცია, რა თქმა უნდა, ოკუპანტების წინააღმდეგ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით იმ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება ოკუპანტების მიერ,“ - აცხადებს კუჭავა.

შეგახსენებთ, რომ კონსერვატორიის შენობიდან რუსეთის დროშის ჩამოხსნის ფაქტზე ონისე გერგედავას დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა ამ თემასთან დაკავშირებით არც დაუკითხავთ.

ონისე გერგედევამ, რომელსაც საზოგადოება ანტისაოკუპაციო აქტივობით იცნობს, კონსერვატორიიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნა, რომელიც იქ სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ფრიალებდა.

შენობაზე რუსეთის დროში აფრიალება კონსერვატორიის რექტორატში საერთაშორისო კონკურსით ახსნეს, რომელშიც რუსეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

დღის ამბები