02 მაისი 2024,   07:37
ვრცლად
ოპოზიცია შეეცადა, შოუ მოეწყო - გიორგი ალიბეგაშვილი

გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, საკრებულოს დიდმა ნაწილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ის დღის წესრიგი დამტკიცებულიყო, რომელიც დამტკიცდა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ის პროექტები, რომელიც დამტკიცდა, ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობდა, მოეწყო შოუ და ამას ადასტურებს მარიკა დათუკიშვილის საქციელი, რომელიც დადგა სპიკერატთან.

„უმცირესობამ თავისი პოზიცია გამოხატა, თუმცა შეეცადნენ, რომ ეს გადაეზარდათ შოუში,“ - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია წინასწარ აკეთებდა განცხადებებს, რომ სხდომა უნდა ჩაეშალათ, ამიტომ იქნა მიღებული პრევენციული ზომები.

რაც შეეხება პარლამენტის წევრების საკრებულოში არშეშვებას, ალიბეგაშვილის თქმით, წინა სხდომიდანაც ჩანდა, რომ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები შეეცადნენ, სხდომა ჩაეშალათ და იგივე განზრახვა ჰქონდათ დღესაც. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ისინი დღეს საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს.

საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომათა დარბაზიდან ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ნადირაძე, გააძევეს. დანარჩენმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პარალელურად აქცია მიმდინარეობდა საკრებულოს შენობის გარეთ, სადაც პარლამენტის დეპუტატებს სამართალდამცავები საკრებულოში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები